Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი
(Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH)
(ვილნიუსი, ლიეტუვა)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
დეტალური ინფორმაცია ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის,
სარეგისტრაციო ბმული
, იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა თანამშრომელმა კი მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 20-24 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებაში თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეული 2026 – “ინტერნაციონალიზაცია 360°” (International Staff Week 2026 – “Internationalisation 360°”).
20/02/2026
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?