Vilniaus kolegija / Vilnius University of Applied Sciences - VIKO
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2022/2023 2022-2023 საგაზაფხულო + 2023-2024 საშემოდგომო

02/17/2023
ვილნიუსის კოლეჯი / ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
Vilniaus kolegija / Vilnius University of Applied Sciences – VIKO
) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე
ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, მობილობა განხორციელდება მხოლოდ 2023 წლის 19-23 ივნისს, კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. კვირეულის ტრეინინგის თემატიკა მკვლევართა კომპეტენციების განვითარებაზეა ფოკუსირებული.
მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმატიკა, ელექტრონიკა.
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?