Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Wittenborg University of Applied Sciences) (აპელდორნი, ნიდერლანდები) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 08.10.26
ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
ადმინისტრაციული ან აკადემიური მობილობა ითვალისწინებს მონაწილეობას გლობალიზაციის ფორუმსა და საერთაშორისო კვირეულში, რომელიც გაიმართება 2026 წლის 2-6 ნოემბერს. ნომინირებულმა აპლიკანტებმა გლობალიზაციის ფორუმში მონაწილეობისათვის უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.
აკადემიური მობილობა, ასევე, ითვალისწინებს ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში სალექციო კურსების ჩატარებას.
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, ბიზნესტექნოლოგიები.