Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Wittenborg University of Applied Sciences) (აპელდორნი, ნიდერლანდები) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებითი სასარგებლო პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 7 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. მობილობა ითვალისწინებს 2-კვირიან სტაჟირებას საზაფხულო სკოლების პერიოდში.
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, ბიზნესტექნოლოგიები.