Wrocław University of Science and Technology - WUST
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2022/2023 2022-2023 საგაზაფხულო + 2023-2024 საშემოდგომო

04/27/2023
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (
Wrocław University of Science and Technology – WUST
) (ვროცლავი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 19 მაისამდე.
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, კოორდინატორი უნივერსიტეტისთვის შესავსები
სააპლიკაციო ფორმა
და
მობილობის ხელშეკრულება
იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 4 აკადემიური თანამშრომლის მობილობა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. შერჩეულმა კანდიდატმა მობილობა უნდა განახორციელოს მიმდინარე წლის 31 ივლისამდე.
მიმართულება: არქიტექტურა, სამშენებლო, ქიმია, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამთო, გეოლოგია, გარემოსდაცვა, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები.
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?