ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (
Wrocław University of Science and Technology – WUST
) (ვროცლავი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.11.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 12.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 14.11.25.
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, კოორდინატორი უნივერსიტეტისთვის შესავსები
სააპლიკაციო ფორმა
და
მობილობის ხელშეკრულება
იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მიმართულებები: არქიტექტურა, სამშენებლო, ქიმია, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამთო, გეოლოგია, გარემოსდაცვა, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები.
29/10/2025
სიახლეებში დაბრუნება