Wrocław University of Science and Technology - WUST
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (
Wrocław University of Science and Technology – WUST
) (ვროცლავი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.05.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.05.26
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის,
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი
,
იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მიმართულება: არქიტექტურა, სამშენებლო, ქალაქგეგმარება, ქიმია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრობა და ენერგეტიკა, ელექტროინჟინერია, გეოინჟინერია, სამთო-გელოგია, გარემოსდაცვა, მენეჯმენტი, მანქანათმშენებლობა; ტექნოლოგიები, ელექტრონიკა, ფოტონიკა, მიკროსისტემები, მათემატიკა.
16/04/2026
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?