Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ზაგრების უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ზაგრების უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
ზაგრების უნივერსიტეტი (
University of Zagreb – UNIZG
) (ზაგრები, ხორვატიაი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური და ადმინ
ი
სტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.02.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.02.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.02.26
ზაგრების უნივერსიტეტის
სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე
მობილობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზაგრების უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. პროექტის კოორდინატორის მითითებით, სასურველია ადმინისტრაციული თანამშრომლის საქმიანობა უკავშირდებოდეს აღნიშნული ERASMUS+ მობილობის პროექტის განხორციელებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
აკადემიური მიმართულება: სამთო, გეოლოგია, ნავთობის ინჟინერია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.
27/01/2026
სიახლეებში დაბრუნება