Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ზაგრების უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი)
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ზაგრების უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
ზაგრების უნივერსიტეტი (
University of Zagreb – UNIZG
) (ზაგრები, ხორვატია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26
ზაგრების უნივერსიტეტის
სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე
მობილობასთან დაკავშირებული
სასარგებლო ინფორმაცია
, მათ შორის, ინფორმაცია
სასწავლო კურსის შესახებ
, იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზაგრების უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა, 5-5 თვით.
მიმართულება: სამთო, გეოლოგია, ნავთობის ინჟინერია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.
26/03/2026
სიახლეებში დაბრუნება