Kauno Kolegija / University of Applied Sciences – KAUKO
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2019/2020 საგაზაფხულო

კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
Kauno Kolegija / University of Applied Sciences – KAUKO
) (კაუნასი, ლიტვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19.
ნომინანტების წარდგენის ვადა: 30.11.19.
კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.
აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით.
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ლექტორის მობილობა კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: სოფლის მეურნეობა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, გეოდეზია, კარტოგრაფია, დისტანციური ზონდირება, მულტიმედია).
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?