Vilniaus kolegija / University of Applied Sciences - VIKO
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2018/2019 საშემოდგომო

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2018 – ვილნიუსის კოლეჯი / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი
10-02-2018
ვილნიუსის კოლეჯი / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
Vilniaus kolegija / University of Applied Sciences – VIKO
) (ვილნიუსი, ლიტვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს
საერთაშორისო კვირეულს
.
საერთაშორისო კვირეული გაიმართება 2018 წლის 5-9 მარტს.
კვირეულის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ ტრადიციებსა და კულტურას, ამასთანავე, წაუკითხონ ლექციები და სემინარები ვილნიუსის კოლეჯის/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს (მინიმუმ 8 აკადემიური საათი). ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურ-კულტურული პროგრამაც.
ვილნიუსის კოლეჯის/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ
ონლაინრეგისტრაცია
2018 წლის 15 თებერვლამდე.
საერთაშორისო კვირეულის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სავალდებულო
სარეგისტრაციო ფორმა
,
პროგრამა
და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
ვებგვერდზე
.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს.
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?