Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ფოჯის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ფოჯის უნივერსიტეტი (University of Foggia – UNIFG) (ფოჯა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
ფოჯის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფოჯის უნივერსიტეტში.
მიმართულება: ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, ჰუმანიტარული, სოციალური და აგრარული მეცნიერებები.
მსგავსი