საერთაშორისო სიახლეები
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა საქარიას უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
საქარიას უნივერსიტეტი (Sakarya University) (საქარია, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
Erasmus+ – საკონკურსო ვადების ცვლილება
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმ აპლიკანტი სტუდენტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი, სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 8 დეკემბერი შეიცვალა 9 დეკემბრით.
XV კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთხუთმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 8 დეკემბერს, 11:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება 14:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.
ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი – საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის „იდეების ციფრული კავშირი“.
2026 წლის 20-24 აპრილს ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტში (University of Hradec Králové - UHK) (ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა) ტარდება საერთაშორისო კვირეული პროფესორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, სახელწოდებით „იდეების ციფრული კავშირი“.
კრაგუევაცის უნივერსიტეტი – ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ბიოსამედიცინო ინჟინერიაში EMMBIOME
კრაგუევაცის უნივერსიტეტი (University of Kragujevac – UniKG) (კრაგუევაცი, სერბეთის რესპუბლიკა) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სათავაზონს EMMBIOME ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ბიოსამედიცინო ინჟინერიაში.
MULgrains სტიპენდიების პროგრამა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში – კონკურსი გადაიდო
ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Montanuniversität Leoben) (ლეობენი, ავსტრია) განმეორებით გამოცხადებული კონკურსი MULgrains სტიპენდიების პროგრამაზე გადაიდო.