საერთაშორისო სიახლეები
MCI ინსბრუკი და IMC კრემსი – ტურიზმის კვლევის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
2026 წლის 11-12 მაისს, ქართველ სტუდენტებსა და მკვლევრებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ტურიზმის კვლევის XIII საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში (ISCONTOUR), რომელიც გაიმართება MCI ინსბრუკში (ინსბრუკის მენეჯმენტის ცენტრი - MCI Management Center Innsbruck) (ინსბრუკი, ავსტრია). ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორ კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (IMC Krems University of Applied Sciences) (კრემსი, ავსტრია) ერთად.
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – სწავლების საერთაშორისო დღეები 2026
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC Krems University of Applied Sciences) (კრემსი, ავსტრია) იწვევს პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად სწავლების საერთაშორისო დღეებში 2026 (International Teaching Days 2026), რომელიც 2026 წლის 14-18 აპრილს იგეგმება.
PROM პროგრამა – მოკლევადიანი აკადემიური მობილობა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის)
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული PROM პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მოკლევადიან აკადემიურ გაცვლის პროექტზე.
G H Raisoni საინჟინრო კოლეჯი – საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციები ინდოეთში
G H Raisoni საინჟინრო კოლეჯი (G H Raisoni College of Engineering - GHRCE) (ნაგპური, ინდოეთი) 2025 წლის შემოდგომაზე ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებს.
Erasmus+ “Vinifera/Newclim” კვლევითი ქსელის საშემოდგომო სკოლა “ღვინო, კლიმატი და ცვლილება: მდგრადობის უზრუნველყოფა ქართულ მევენახეობაში”
2025 წლის 6-10 ოქტომბერს თბილისსა და თელავში გაიმართება საშემოდგომო სკოლა "ღვინო, კლიმატი და ცვლილება: მდგრადობის უზრუნველყოფა ქართულ მევენახეობაში" (Wine, Climate, and Change: Building Resilience in Georgian Viticulture).
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომლის ნინო ქავთარაძის აკადემიური მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის ნინო ქავთარაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) განხორციელებული აკადემიური მობილობის შესახებ,...