საერთაშორისო სიახლეები
V კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეხუთე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის - ოთხშაბათს, 23 ოქტომბერს, 14:00 საათზე.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტი ("Angel Kanchev" University of Ruse) (რუსე, ბულგარეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
კაუნასის კოლეჯი/უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი – სტაჟირების შესაძლებლობა 2024/25 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის
კაუნასის კოლეჯი/უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი (Kauno kolegija Higher Education Institution) (კაუნასი, ლიეტუვა) სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების (დაფინანსების გარეშე, ე.წ. "ნულოვანი გრანტით") შესაძლებლობას 2-5-თვიანი ხანგრძლივობით, 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (1-ლი თებერვალი - 30 ივნისი).
მომავალი მდგრადობის ლიდერები 2025
არაბთა გაერთიანებული საამიროები უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს ერთწლიან პროგრამას “მომავალი მდგრადობის ლიდერები 2025” (Future Sustainability Leaders – FSL).
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – ტესტირება უცხოურ ენაში
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 25 ოქტომბერია, შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე.
Erasmus+ – ესპანეთის, პორტუგალიისა და პოლონეთის უნივერსიტეტების თანამშრომელთა აკადემიური მობილობა სტუ-ში
2024 წლის 7 - 11 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური მობილობით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები: ასოც. პროფ. მარიო მონაკო (Mario Monaco) კორდობის უნივერსიტეტიდან (University of Cordoba) (კორდობა, ესპანეთი); ასისტ. პროფ. ანდრეია სოფია ოლივეირა გარსია (Andreia Sofia Oliveira Garcia) ბეირა ინტერიორის უნივერსიტეტიდან (University of Beira Interior) (კოვილია, პორტუგალია); ასისტ. პროფ. გჟეგოჟ იანკოვსკი (Grzegorz Janowski) ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Rzeszów University of Technology) (ჟეშუვი, პოლონეთი); პროფესორები ჰალინა კვაშნიჩკა (Halina Kwaśnicka) და ურსულა მარკოვსკა-კაჩმარი (Urszula Markowska-Kaczmar) ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Wroclaw University of Technology) (ვროცლავი, პოლონეთი).