ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის (IV, V)
2026-2027 სასწავლო წლის I სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მორიგი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 21 სექტემბერს.
მეოთხე კონსულტაცია თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდება 10:00 საათზე, ხოლო მეხუთე კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება 16:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას გაცვლითი პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.
მსგავსი