• რუსულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე – 5 500 ლარი
  • ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე – 12 500 ლარი

სტუ-ის დოქტორანტურის საფეხურზე სასწავლო წლის საფასურია:

  • ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე – 4000 ლარი
  • ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე – 4000 ლარი

სტუ-ის მაგისტრატურის საფეხურზე სასწავლო წლის საფასურია:

  • ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე – 2250 ლარი
  • რუსულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე – 2250 ლარი
  • ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე – 2250 ლარი

სტუ-ის ბაკალავრიატის საფეხურზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო წლის საფასურია:

  • ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე – 2250 ლარი
  • რუსულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე – 2250 ლარი
  • ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე – 2250 ლარი.

აგრეთვე, გაეცანით სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების სტუ-ში იხილეთ ბმული.

სტუ-ის სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებს, სწავლის საფასურის გადახდას ინდივიდუალური გრაფიკით შეძლებს. ამისთვის მან განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის მენეჯერს.
ასევე, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულებისთვის.

საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი აკადემიური წელი.

სტუ-ში უცხო ენა სავალდებულო საგანია. სტუდენტი, სურვილისამებრ, ირჩევს ამ ოთხი ენიდან ერთ-ერთის სწავლას: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.

სტუდენტთა დასაქმების მიზნით სტუ-ის ურთიერთთანამშრომლობის მემომორანდუმები აქვს გაფორმებული წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პირველივე კურსიდან ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ჩვენი სტუდენტები, ხშირ შემთხვევაში, კარიერას განაგრძობენ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციებში და მათი შტატიანი თანამშრომლები ხდებიან.

სტუ-ში ჩასარიცხად აბიტურიენტს, სურვილისამებრ, შეუძლია ჩააბაროს ნებისმიერი ენა ამ ოთხიდან : ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული. ერთადერთი ფაკულტეტია დიზაინის საერთაშორისო სკოლა, სადაც მოითხოვება ინგლისურ ენის ჩაბარება, რადგან ამ ფაკულტეტზე სწავლა ინგლისურად მიმდინარეობს.

ასეთი ფაკულტეტია დიზაინის საერთაშორისო სკოლა, სადაც სწავლა 4 წლის განმავლობაში სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. თუმცა უნივერსიტეტში არის ინგლისურენოვანი პროგრამებიც.

კონკურსში მონაწილეობისათვის სტუდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

აქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივესრიტეტთან, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ასეთი ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვა. საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა საფეხურის სტუდენტებმა ტექნიკური, ჰუმანიტარული, აგრარული და სოციალური პროგრამების მიმართლბებით.

ასეთ შემთხვევაში, სტუდენტს სტუ-ში გადმოსვლა ერთი წლის შემდეგ, მობილობით შეეძლება. მობილობა ხორციელდება სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ. გარე მობილობის შემთხვევაში საჭიროა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის პორტალზე რეგისტრაციის გავლა და შემდგომ სტუ-ში დოკუმენტაციის წარმოდგენა. შიდა მობილობას (უნივერსიტეტის შიგნით, ფაკულტეტის ცვლილება) ახორციელებს სტუ-ის სწავლების დეპარტამენტი ფაკულტეტების დეკანატების მონაწილეობით.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეისათვის ფუნქციონირებს 13 ფაკულტეტი:

  • სამშენებლო ფაკულტეტი
  • ენერგეტიკის ფაკულტეტი
  • სამთო გელოგიური ფაკულტეტი
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
  • სატრანსპორტო სისიტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი
  • არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა
  • აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიოსისიტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედაიტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
  • მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი

ასევე 36 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?