ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ზ.კაკულია
ინსტიტუტი/ცენტრი
ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
RIM-3-23-054

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
01/01/2023
ბიუჯეტი
20000 ლარი

კვლევის ანოტაცია

მიმდინარე სამეცნიერო საბიუჯეტო პროექტის „საქართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური პრობლემების კვლევა რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და გარემოს დაცვის მიზნით“ ფარგლებში შეძენილი ხელსაწყოების (ბიდისტილატორი და GPS ტიპის გეოდეზიური ხელსაწყო) საშუალებით მოხდება ჰიდროგეოლოგიური კვლევის მეთოდების დახვეწა.

პროექტის შესასრულებლად და მომავალი კვლევებისათვის ბიდისტილატორის შეძენა ხელს შეუწყობს ინსტიტუტში არსებული ლაბორატორიული ხელსაწყო-დანადგარებისათვის იდიალურად სუფთა წყლის მიწოდებას სტანდარტული ხსნარების მომზადებისათვის, რომელიც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს კომპლექსური ქიმიური ანალიზის სრული სპექტრის წარმოსადგენად.

პროექტის წარმატებით განხორციელება დიდადაა დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვაზე და მათ გამოყენებაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მიმართოს რუსთაველის ფონდს, რათა შეძენილი იქნას ახალი თაობის GPS ტიპის გეოდეზიური ხელსაწყო. აღნიშნული GPS ნავიგატორი საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას იგი ტერიტორიების საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმვის დროს. ასეთ სამუშაოების წარმოებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტერიტორიაზე გავრცელებული გეოდინამიკური პროცესებისა და მოვლენების საზღვრების ზუსტ დადგენას და მათ კარტირებას. გარდა ამისა აღნიშნული GPS ნავიგატორი საშუალებას იძლევა მოახდინოს ტერიტორიების ფოტო ფიქსაცია და დიდი სიზუსტით განსაზღვროს მისი მდებარეობა კოორდინატთა სისტემაში, ხოლო მიღებული საველე მასალის შესაბამის პროგრამაში დამუშავების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება მიღებული იქნას ტერიტორიის 3D გამოსახულება და მისი საშუალებით ჩატარდეს საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე გეოდინამიკური პროცესების მოდელირება და პროგნოზი.

ასეთ დონეზე შესრულებული სამუშაოები საშუალებას იძლევა წარმატებით იქნას შემუშავებული საკვლევ ტერიტორიაზე მიმდინარე გეოდინამიკური პროცესების საწინააღმდეგო ეფექტური ღონისძიებები.

აღნიშნული ხელსაწყოებით ისარგებლებენ ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიისა და გეოეკოლოგიის მონიტორინგის განყოფილებები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?