ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
კვლევის პერიოდში მიღებული შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ლისის ტბის წყალი არის მაღალმინერალიზებული (2500-3000 მგ/ლ), სულფატური, კალციუმის და მაგნიუმის მაღალი შემცველობით, რაც განაპირობებს მისი წყლების მაღალ სიხისტეს 16-22 მგ/ლ ფარგლებში. ლისის ტბის წყლის მაღალი სულფატურობა კი განპირობებულია ამ მიდამოებში არსებული გოგირდიანი თერმიული წყლებით.წყლის ხარისხის სანიტარული მაჩვენებლებიდან ლისის ტბის წყლებში შესაბამის ზდკ-ს მნიშვნელობას აჭარბებს მხოლოდ გახსნილი ჟანგბადის მაქსიმალური კონცენტრაცია და ამონიუმის იონები – ყველა შემთხვევაში. ნიტრიტების, ნიტრატების და ფოსფატების კონცენტრაციები ბევრად ნაკლები იყო შესაბამისი ზდკ-ს მნიშვნელობაზე.ლისის ტბაზე ჩატარებულმა მიკრობიოლოგიურმა მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ კვლევის პერიოდში EE-coli-ის მაღალი კონცენტრაციები არ დაფიქსირებულა, მისი მნიშვნელობა მერყეობდა 200-4000 ერთ/ლ-ის ფარგლებში. იდენტიფიცირებული კოლიფორმების და ფეკალური სტრეპტოკოკების კონცენტრაციები კი მიგვანიშნებენ წყლის მცირე დაბინძურებას. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჩვენი დაკვირვებები მიმდინარეობდა გვიან შემოდგომაზე და ზამთარში, როცა წყალში ბიოქიმიური პროცესების ინტენსივობა შემცირებულია, ამიტომ, გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, როცა სავარაუდოდ შეიძლება შეიცვალოს წყალში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ინტენსივობა აუცილებელია კვლავ ჩატარდეს ლისის ტბაზე მიკრობიოლოგიური მონიტორინგი.