ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ნათელა ძებისაშვილი
ინსტიტუტი/ცენტრი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
FR-18-718

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
08/09/2026 – 08/09/2026
ბიუჯეტი
180000 ლარი

კვლევის შედეგი

კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სასაზღვრო, ყველაზე მჭიდროთ დასახლებული მაღალმთანი რურალური რეგიონებისათვის არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის ინტეგრირებული მეთოდოლოგიის შემუშავება და გამოყენება. პროექტის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის დადგენის კომპლექსური მეთოდოლოგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც გულისხმობს პრობლემის თეორიულ, საპილოტე და პრაქტიკული მიდგომების ერთობლიობას. პროექტის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური კვლევა იქნება პირველი ნაბიჯი ქვეყნის ყველაზე მჭიდროთ დასახლებული მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების აღრიცხვასა და სალიკვიდაციო ღონისძიებების გადაჭრაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ანალოგიური კვლევა დროის არც ერთ ეტაპზე არ ჩატარებულა. პროექტის განხორცილების შედეგად არალეგალური ნაგავსაყრელებით დეგრადირებული ტერიტორიების იდენტიფიცირება და რემედიაციის გეგმების შემუშავება ხელს შეუწყობს ქვეყნის ნარჩენების მართვის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც შემდგომში გაამუჯობესებს რეგიონების ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?