ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
დღეისათვის, საქართველოში მყარი ნარჩენების (მსნ) მართვის გაუმჯობესება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც ითვალისწინებს საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზებას ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. ამჟამად, ჩვენი ქვეყნის მაშტაბით წარმოქმნილი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ძირითადი ნაწილი თავსდება ნაგავსაყრელებზე (90%) ნარჩენების უტილიზაცია ნაგავსაყრელებზე განთავსებით იწვევს გარემოს ობიექტების (ნიადაგი, წყალი, ჰაერი) მნიშვნელოვან დაჭუჭყიანებას, რაც თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.ნარჩენების რეციკლირება, ანუ ნარჩენების ტექნოლოგიური გადამუშავება სხვა პროდუქტად, ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარი კომპონენტია. ქვეყნის მასშტაბით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის ნარჩენების უმეტესობა ექვემდებარება გადამუშავებას.ჩვენი კვლევა მოიცავს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის რაციონალური და ეკოლოგიურად სასარგებლო მინიმიზაციის მეთოდის შემუშავებას, კერძოდ ყველაზე მავნე და რთულად დეგრადირებადი პოლიმერებისა და სხვა მათ შორის ბიოდეგრადირებადი ორგანული ფრაქციებიდან (პლასტმასები, ქაღალდი/მუყაო, ჰიგიენური ნარჩენები, მწვანე ნარჩენები, საკვები ნარჩენები, ხე), ჩამდინარე წყლებისა და გამონაბოლქვებში მავნე ნივთიერებებისაგან გამწმენდი, განვითარებული ზედაპირის მქონე, ალტერნატიული სორბენტების მიღებას, მის კომპონენტურ და სტრუქტურულ შესწავლას, მოდიფიცირებას, სორბციული და რეციკლირების პოტენციალის კვლევას და დანერგვის პერსპექტივის განსაზღვრას.შერეული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაციონალური და ბუნებრივი გარემოსათვის სასარგებლო გამოყენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკის განვითარებისათვის, კვლევის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გარემოს ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობისა და ადამიანის ჯანმრთველობის გაუმჯობესებაზე როგორც ჩვენს რეგიონის ასევე, დაინტერესების შემთხვევაში მსოფლიოს მაშტაბით.