ძირითადი მონაცემები
პროექტის ხელმძღვანელი
ალექსანდრე სურმავა
ინსტიტუტი/ცენტრი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
FR-18-3667
პროექტის სტატუსი და ვადები
სტატუსი
დასრულებული
ვადები
08/09/2026 – 08/09/2026
ბიუჯეტი
224280 ლარი
კვლევის შედეგი
რიცხვითი მოდელირებით და ნატურული მონაცემების სტატისტიკური ანალიზით შესწავლილია ქ.თბილისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მტვრით, PM2,5 და PM10– მიკრო აეროზოლებით. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს მსოფლიოს დიდი ქალაქებისა და ინდუსტრიული ცენტრების ეკოლოგიური უსაფრთხოების მეტად აქტუალურ თანამედროვე პრობლემას, ვინაიდან უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანთა ჯანმრთელობასთან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნის თანახმად ქ.თბილისი მიეკუთვნება იმ ქალაქების რიცხვს, სადაც ატმოსფეროს მტვრით, PM2,5და PM10–მიკრო აეროზოლებით დაბინძურების დონე 2- ჯერ და უფრო მეტად აღემატება მათ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.