პროექტის მოკლე აღწერა

ქარბუქიან დღეთა რიცხვის მრავალწლიური სვლა 1966 წლიდან დღემდე ზოგადად ხასიათდება დაღმავალი ტრენდით.კლიმატის ცვლილების პირობებში, განსაკუთრებით, ინტენსიური გლობალური დათბობის დაწყებიდან (1990 წ.) ქარბუქიან დღეთა რიცხვის როგორც საშუალო ასევე მაქსიმალური წლიური მაშვენებელი კლებულობს. მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გლობალური დათბობის განვითარებიდან გამომდინარე ზამთარში შემცირებულია მყარი ნალექის (თოვლის სახით) რაოდენობა, რაც პირდაპირ კავშირშია ქარბუქის შემცირებასთან.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
მიხეილ ფიფია
ინსტიტუტი/ცენტრი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
YS17_49

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/10/2017 – 01/10/2019
ბიუჯეტი
46900 ლარი

კვლევის შედეგი

ქარბუქიან დღეთა საშუალო წლიური რიცხვის და ხანგრძლივობის გამოკვლევამ ცხადყო, რომ ქარბუქიანობა განსაკუთრებით მაღალია საუღელტეხილო გადასასვლელებზე, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები მდებარეობს. ხანგრძლივი ქარბუქები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას ძირითადად დაიკვირვება საუღელტეხილო გადასასვლელებზე, სადაც მათი საშუალო წლიური ხანგრძლივობა 600-900სთ.-ის ფარგლებშია, ხოლო ცალკეულ რაიონებში 1000სთ.-ს აჭარბებს.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?