ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, განსაკუთრებით მაღალია დარიშხანით ნიადაგის ტექნოგენური დაბინძურება, რაც გმოწვეულია ათეული წლების მანძილზე დარიშხანის მადნების მოპოვება-გადამუშავებით და დარიშხანშემცველი პრეპარატების წარმოებით. დღეისათვის ორივე საბადო დაკონსერვებულია და დარიშხანის წარმოება არ ხდება. დღემდე სოფლებში ურავი და ცანა სამთოქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ინახება 4-9 % თეთრი დარიშხანის შემცველი 130 ათას ტონაზე მეტი ტოქსიკური ნარჩენი, რომელიც არ იყო უსაფრთხოდ განთავსებული.წლების მანძილზე, დარიშხანის ნარჩენების გავრცელების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია ატმოსფერული ნალექებით და ადიდებული მდინარეების წყლით ტოქსიკური ნარჩენების გამორეცხვასა და გადატანასთან. ისინი აკუმულირდებიან ნიადაგში, სადაც დარიშხანით ნიადაგის დაბინძურება ნორმას მნიშვნელოვნად აღემატება. ჟანგვით არეში, გარკვეული დროის შემდგომ, ნარჩენების სულფიდური მადნებისა და ნამწვების დარიშხანი შესაძლებელია გადავიდეს მოძრავ (ხსნად) ფორმაში, რომელიც ადვილად გადაიტანება მცენარეებსა და ცოცხალ ორგანიზმებში.კვლევა მთლიანობაში აქტუალური, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია რეგიონისათვის, რადგან რეგიონში არსებული დარიშხანის დაბინძურების კერები საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს, სასურსათო პროდუქტებს და მოსახლეობის ჯანმრთელობას.