პროექტის მოკლე აღწერა
ქართულ ისტორიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განათლების საკითხის შესწავლას სხვადასხვა ქრონოლოგიურ მონაკვეთში და არა ერთი გამოკვლევაა შექმნილი ამ მიმართულებით. თუმცა, ამჯერად გრანტის ფარგლებში შევისწავლეთ განათლება, როგორც: 1. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, 2. ეროვნული იდენტობის და 3. სოციალურ ფენათა დაახლოების საშუალება. აღნიშნული საკითხის ამგვარად შესწავლა მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
ძირითადი მონაცემები
პროექტის ხელმძღვანელი
ნატო სონღულაშვილი
ფაკულტეტი
სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
YS-18-608
პროექტის სტატუსი და ვადები
სტატუსი
დასრულებული
ვადები
12/10/2018 – 05/05/2021
ბიუჯეტი
40900 ლარი
კვლევის ანოტაცია
პროექტის მიზანს წარმოადგენს:
- რა ფაქტორებმა განაპირობა საგანმანათ-ლებლო სისტემის აქტუალობა?
- რა ფუნქცია შეიძინა 1918-1921 წლებში განათლებამ?
- რა როლი ითამაშა განათლებამ ეროვნული ცნობიერების განმტკიცებაში და სხვადახვა სოციალური ფენების დაახლოებაში.
- რა ღონისძიებებს ატარებდა ქართული კულტურული და პოლიტიკური ელიტა საგანმანათლებლო სისტემის აღორძინებისთვის?
- რა გავლენა იქონია განათლების სისტემის განვითარებისათვის ბრძოლაში რუსეთსა და ზოგადად, ევროპაში მიმდინარე ფაქტორებმა?
- რა წარმოადგენდა ეპოქის გამოწვევას?