ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
თ.ნატრიაშვილი
ფაკულტეტი
აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
217020

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/01/2016 – 01/01/2019
ბიუჯეტი
240 000 ლარი

კვლევის შედეგი

პროექტის მიზანი იყო პლატინის ჯგუფის ლითონებისგან თავისუფალი იაფი და ეფექტიანი ინოვაციური ნანო ჰიბრიდული კატალიზატორის შექმნა და კომერციალიზაციის გეგმის შემუშავება. საგრანტო პერიოდში ლაბორატორიულ დანადგარსა და სტენდზე გამოიცადა სხვადასხვა კონცენტრაციის ოლეინმჟავის საფუძველზე მიღებული ნანოვერხლის ბაზაზე დამზადებული ნანოჰიბრიდული კატალიზატორი AgMnOx ძირითადი კომპონენტების სხვადასხვა თანაფარდობით. ასევეგამოიცადა მესამე კომპონენტის (ქრომის ჟანგეულები, კობალტი, სპილენძი) დამატებით მიღებული ნანოჰიბრიდული კატალიზატორი. სულ სტენდზე გამოიცადა 20-ზე მეტი კატალიზატორი. მათგან მანქანაზე გამოსაცდელად შეირჩა ყველაზე საუკეთესო, რომელმაც მაღალი აქტივობა გამოამჟღავნა ნახშირჟანგის (100%-იანი გარდაქმნა) და ნახშირწყალბადების (70-80%-იანი გარდაქმნა) მიმართ. აზოტის ჟანგეულების კონვერსიის მიმართ მათი აქტივობა არ აღემატებოდა 20-30%-ს.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?