ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
პროექტის ფარგლებში განხორციელებულია ჭიათურის მანგანუმშემცველი ოქსიდური ნედლი მადნის გამდიდრების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენი კუდების (18.1%Mn) ელექტრო-აღდგენითი გამოტუტვა უდიაფრაგმო ელექტროლიზერში მედიატორად რედოქს სისტემის Fe3+/Fe2+ გამოყენებით Fe3+-ის შეზღუდული კონცენტრაციის (3.5 გ/ლFe3+-მდე) პირობებში. რედოქს სისტემის Fe3+ /Fe2+ გამოყენებით ელექტრო-გამოტუტვის პროცესის ეფექტიანად ჩატარებისათვის განხორციელებული იქნა შემდეგი ტექნიკური გადაწყვეტილებები: ელექტროქიმიურ რეაქტორში სუსპენზიური ელექტროლიტის ცირკულაციისათვის და მძლავრი ტურბულიზაციისათვის პერესტალტიკური ტუმბოსა და კომპრესორის გამოყენება; ელექტროქიმიური რეაქტორის აღჭურვა განვითარებული ზედაპირის მქონე გრაფიტის ქეჩის ან უჟანგავი ფოლადის ბადე-კათოდებით; ელექტროქიმიური რეაქტორიდან სუსპენზიის ნაკადის გამოყვანა ფოროვანი გრაფიტის ქეჩის ან უჟანგავი ფოლადის ბადე – კათოდების გავლით და შუალედურ ავზში მიწოდება.