ძირითადი მონაცემები
- პროფ. მ. ხომასურიძე
- მაგისტრი მ. მაისურაძე
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
მაცერაციის მეთოდების გავლენა კახური მწვანისა და კრახუნას ჯიშის ყურძნის ღვინის ფენოლური ნაერთების შემცველობაზესათაურიდან გამომდინარე, პროექტის მიზანს წარმოადგენდა მაცერაციის მეთოდების გავლენა კახური მწვანისა და კრახუნას ჯიშის ყურძნის ღვინის ფენოლური ნაერთების შემცველობაზე. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა სხვდასხვა ხანგრძლივობის მაცერაციით მიღებული ორი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშისაგან: კახური მწვანისა და კრახუნას სხვადასხვა ფრაქციით მიღებულ ღვინოში ფენოლური ნაერთები, რადგან დღევანდელ სამეცნიერო ლიტერატურაში, ღვინო სულ უფრო ფართოდ განიხილება როგორც ფუნქციური საკვები და მისი ხარისხის შეფასებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ფენოლურ ნაერთებს, ორგანულ მჟავებს, ამინომჟავებსა და სხვა.პროექტის შედეგების მიღწევის მიზნით კვლევაში განხორციელდა საერთო ფენოლებისა და ღვინის ანტიოქსიდანტების (რეზვერატროლი, ქვერცეტინი, მირიცეტინი) რაოდენობრივი განსაზღვრა. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვნენილ იქნა საერთო ფენოლების რაოდენობრივი შემცველობა, სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კრახუნას ყურძნის ჯიშიდან დამზადებულ ღვინოში აღმოჩნდა, შემდეგ მანავის მწვანეში. ღვინოში ანტიოქსიდანტური ნაერთების (რეზვერატროლი, ქვერცეტინი, მირიცეტინი) თვალსაზრისით, დიდი რაოდენობით აღმოჩნდა კრახუნას ყურძნის ჯიშისაგან დამზადებულ ღვინოში ცის და ტრანს რეზვერატროლის მირიცეტინისა და ქვერცეტინის შემცველობა. აღებული იქნა შესადარებლად ორი მანავის მწვანის I და II ფრაქციისაგან მიღებული ღვინოები, სადაც გამოვლენილია მცირედი სხვაობა მათ ანტიოქსიდანტური ნაერთების შემცველობებს შორის. ექსპერიმენტში გამოყენებული ყურძნის ჯიშებიდან გამოიკვეთა ანტიოქსიდანტებს შორის ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებლით ქვერცეტინი, შემდეგ მირიცეტინი, ასევე აღმოჩნდა, რომ საკვლევი ყურძნის ჯიშებში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, ტრანს-რეზვერატროლის შემცველობა მეტია ვიდრე ცის-რეზვერატროლის. გამოყენებული ყურძნის ჯიშებიდან ანტიოქსიდანტებს შორის მანავის მწვანე გამოირჩევა ყველაზე მცირე რაოდენობრივი ცის-რეზვერატროლის მაჩვენებლით.