პროექტის მოკლე აღწერა

სამეცნიერო პროექტის მიზანისა და ამოცანების განხორციელებისათვის განხილულია: ბუნებრივი და ხელოვნური ფერდობის სტატიკური მდგრადობა–არამდგრადობისა კრიტერიუმები, მიღებულია ძვრაზე მდგრადობის მარაგის გამოსთვლელი ფორმულა; ამოხსნილია ზვავისებრი ნაკადების პარამეტრების სრულყოფილი საანგარიშო ფორმულები და გაანგარიშების მეთოდოლოგია; ფერდოების მდგრადობის დაკარგვისაგან გამოწვეული მეწყერ-ჩამონაქცევის დათოვლის ზვავების დინამიკიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების ამოცანები შესწავლია და გამოკვლეული ჰიდროდინამიკის დიფერენციალური განტოლებების საშუალებით. მოყვანილია ფერდოების მდგრადობის შეფასების მეთოდები, ფერდობის კონტროლისა და  სტაბილიზაციისთვის აუცილებელი საინჟინრო ღონისძიებები.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ტარიელ კვიციანი
ფაკულტეტი
სამშენებლო ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
FR/139/9-151/14

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
05/05/2015 – 05/05/2018
ბიუჯეტი
150 000 ლარი

კვლევის შედეგი

  1. მთის ქანების ფერდოების მდგრადობა-არამდგრადობის ამოცანების ამოსახსნელად, პირველადარის მიღებული ფერდოების პრიზმული მასივების ჩამონაქცევის საშიში და ცურების მრუდწირული ზედაპირის განმსაზღვრელი დამოკიდებულება სუფთა ანალიტიკური ხერხით. შემოთავაზებული მეთოდი არ მოითხოვს ამ ზედაპირის წინასწარ გრაფიკულ აგებას და აზუსტებს გრაფიკულ-ანალიტიკური მეთოდით მიღებულ შედეგებს, რომელსაც გააჩნია სტატიკური მდგრადობის უმცირესი მარაგი.
  2. ფერდოს მდგრადობის ხარისხი შეფასებულია ძვრაზე მდგრადობის მარაგის კოეფიციენტით. დაცურების წირის ყოველი წერტილის მცირე მიდამოსთვის მიღებულია ძვრაზე მდგრადობის მარაგის კოეფიციენტის საანგარიშო ფორმულა. აგრეთვე, საშიში დაცურების წირის განსახილველი წერტილში სიმრუდის რადიუსისა და სიმრუდის ცენტრის კოორდინატების გამოსათვლელი ფორმულები;
  3. ფერდოს ჩამონაქცევი მასის შესაძლო დაცურების წირის მისაღებად გათვალისწინებულია ფერდოზე მოქმედი რთული ბუნებრივი ფაქტორები და დატვირთები. მიღებული შედეგების ანალიზით დადგენილია საშიში დაცურების იმ ზედაპირის მდებარება, რომელიც მდგრადობის დაკარგვის თვალსაზრისით ყველაზე უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენს, და, რომელიც მდგრადობის უზრუნველსაყოფად მოითხოვს შეჭიდულობის ძალების მოდულის მაქსიმალურ ჯამურ სიდიდეს დაცურების კონტურის გასწვრივ;
  4. ძვრაზე მარაგის კოეფიციენტისათვის მიღებულია ფუნქციონარული დამოკიდებულება, რომლის მინიმალური მნიშვნელობა განხსახილველ უბანზე ფერდოს სტატიკური მდგრადობის ნამდვილ საზომს წარმოადგენს.
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?