ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის ანოტაცია
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით შესაძლებელი გახდება მიღებული ინფორმაციის სისტემაში მოყვანა და ერთ ნაშრომში ჩამოყალიბება, რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებს და რესტავრატორებს მყარად გამოვლენილ, დასაბუთებულ, სამეცნიერო დასკვნებზე დაყრდნობით აწარმოონ სამეცნიერო დაკვირვებები და სარესტავრაციო-საკონსერვაციო აქტივობები. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების მოვლა-პატრონობას.
თანამედროვე აპარატურით ჩატარებული კვლევების პერმანენტული წარმოება შექმნის მყარ საიმედო საინფორმაციო ბაზას, რომლის საშუალებითაც მოხდება არგუმენტირებული და კვალიფიციური დასკვნები, რაც საფუძველი გახდება მართებული მოსაზრებების ჩამოყალიბების.
აღნიშნული კვლევებით სიახლე გვექნება იმ მიმართულებითაც, რომ მიღებული მყარი მეცნიერული შედეგებით შესაძლებელი გახდება ქართული და ბიზანტიური საიუველირო სკოლებისა და ტრადიციების ერთმანეთისაგან უფრო მკაფიოდ გამიჯვნა. საბოლოოდ მივიღებთ მეცნიერულ დასაბუთებათა მთელ ჯაჭვს, რომელიც იქნება სრულიად ახალი სიტყვა ტრადიციული ქართული ტიხროვანი მინანქრის კვლევის სფეროში.