პროექტის მოკლე აღწერა

საქართველოს მდიდარი და უნიკალური ბიოლოგიური რესურსი ბუნებრივ – ისტორიული და სტრატეგიული სიმდიდრეა, რომელიც მუდმივ დაცვა – კონსერვაციას და აღდგენას საჭიროებს. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი მცირემიწიანი ქვეყნისათვის, რომელიც მრავალი კულტურული ფლორის, ფაუნისა და მათი ველური წინაპრების წარმოშობის კერას წარმოადგენს. აქ გავრცელებულია უნიკალური სახეობები, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღევანდელი მდგომარეობით გადაშენების პირას არის მისული, ღრმავდება გენეტიკური რესურსის ეროზიული პროცესები, ადგილი აქვს უკონტროლო ექსპორტს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ex-situ და in-situ/on farm უზრუნველყოფა.თანამედროვე პირობებში, როცა საქართველოს ეკონომიკა ჩართულია ინტეგრაციულ პროცესებში, აქტუალური მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი რესურსული პოტენციალის რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენებას.ქვეყნის ბუნებრივ რესურსებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბიორესურსებს, რომლებიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მათი ეფექტიანად გამოყენებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეროვნული ეკონომიკის განვითარების მასშტაბები, ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება, მწვავე სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.საქართველო, როგორც კავკასიის ნაწილი აღიარებულია ბიომრავალფეროვნების მხრივ ერთ-ერთ განსაკუთრებულ რეგიონად – ბიომრავალფეროვნების „ცხელ წერტილად“, რომლის ბუნებაც გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნების, ენდემურობის მაღალი დონით და გლობალური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემებით.ბიორესურსების უნიკალური ენდემური სახეობათა მდგრადი განვითარება და ეფექტური გამოყენება წამყვან როლს იძენს თანამედროვე ბუნებადსარგებლობის მიდგომებში.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ბაიდაური ლალი
ფაკულტეტი
აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
სამეცნიერო ჯგუფი
  • აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/01/2021 – 10/09/2026

კვლევის შედეგი

ცდისათვის გამოყოფილი იყო 50 მ2 ფართობი ( მდელო ყავისფერი ნიადაგი), რომელიც გეგმის მიხედვით შესწავლილი იქნა, სტრუქტურული მაჩვენებლები თესვის ვადების მიხედვით, რისთვისაც აღებული გვქონდა ექვსი ვარიანტი სხვადასხვა ნორმის თესვით. ცდაში ჩატარებული იყო აგროტექნიკური სამუშაოები: მზრალად მოხვნის წინ საცდელ ნაკვეთში შეგვქონდა მინერალური სასუქები: ფოსფორი, კალიუმი და თესვის წინა დამუშავების დროს კი აზოტი. ჩატარდა ფარცხვა, თესვა,სტრუქტურული ანალიზი და მწვანე მასის აღება.

შვრიანარევი ცერცველას მწვანე მასის მოსავლის ორი წლის საშუალო მონაცემებით (ც-ით ჰა-ზე) მწვანე მასის მოსავლიანობის კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა მე-5-ე ვარიანტი, სადაც 130 კგ.ცერცველასთან დაითესა 70 კგ. შვრია, შესაბამისად ორი წლის საშუალო მწვანე მასის მოსავლის მონაცემები არის ამ ვარიანტში 274 ც. ამიტომ აზრი არ ააქვს შვრიის თესვის ნორმის გადიდებას.

საკვები კულტურების სწორად შერჩევით, თესვით და აგროტექნოლოგიების დროულად და თანმიმდევრობით განხორციელებისას შესაძლებელია მივიღოთ მწვანე მასის მაღალი, სტაბილური და სრულფასოვანი საკვები, რისთვისაც საჭიროა პრაქტიკული ხერხების ეფექტურად გამოყენება.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?