ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
კვლევის ობიექტად აღებული იყო ვიბრაციული სატრანსპორტო – ტექნოლოგიური (ვსტ) მანქანა სხვადასხვა სახის მასალების ვიბრაციული ტრანსპორტირებისა და ვიბრაციული დამუშავებისათვის. საპროექტო წინადადების მიზნები იყო: ვსტ მანქანის და პროცესის ერთიანი განზოგადებული მათემატიკური მოდელის დამუშავება; ვსტ პროცესის კომპლექსური კვლევა (მათემატიკური მოდელირება); ვსტ მანქანების ახალი, მაღალმწარმოებლური კონსტრუქციების დაპროექტება.
მანქანების ლაბორატორიული ნიმუშების დამზადება და გამოცდა. საგრანტო პროექტი განხორციელდა შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მიდგომის საფუძველზე, დამუშავდა ვიბრაციული ტექნოლოგიური მანქანის სივრცითი მოძრაობის განზოგადებული დინამიკური მოდელი ტვირთთან ერთად. დამუშავდა სისტემის „ვიბროამძრავი – მუშა ორგანო – ტექნოლოგიური ტვირთი“ სივრცითი მოძრაობის მათემატიკური მოდელი, დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის სახით. სისტემური მიდგომა საშუალებას იძლევა აღიწეროს, როგორც მასების დამოუკიდებელი მოძრაობა, ასევე მათი ურთიერთკავშირი და შესაბამისად ურთიერთგავლენა. აღნიშნული ურთიერთკავშირი განხორციელდა განტოლებათა სისტემებში შენარჩუნებული არაწრფივი წევრებით კოორდინატების, სიჩქარეების და აჩქარებების ნამრავლების სახით. ჩატარდა ფხვიერი მასალის ვიბრაცული ტექნოლოგიური პროცესის (ტრანსპორტირების სიჩქარე, მოძრაობის ინტენსივობა მუშა ორგანოს ზედაპირების მიმართ, მასალის და მუშა ორგანოს დინამიკური ურთიერთ გავლენა და ა.შ.) კომპლექსური გამოკვლევა. მოდელირება ჩატარდა აღნიშნული სიტემის კონსტრუქციული და ფიზიკური (რეოლოგიური) პარამეტრების ფართო ზღვრებში ცვლილების პირობებში და ვიბროაღგზნების რეალური კანონებით. აიგო მასალის დინამიკური მახასიათებლების სხვადასხვა პარამეტრების ცვლილებისგან დამოკიდებულების გრაფიკები, რომელთა ანალიზმა აჩვენა ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების მიმართულებები. დამუშავდა საპროექტო ნახაზები და დამზადდა ახალი, ელექტრომაგნიტური ვიბრაციული მკვებავები:
- ახალი, დამოუკიდებელი მოძრაობის (ბრუნვითი) ხისტი ფსკერით;
- ახალი, ცვლადრეჟიმიანი ვიბროამძრავით;
- ახალი, დრეკად ფირფიტებიანი დამოუკიდებელი მოძრაობის ფსკერით. რიცხვითმა და ფიზიკურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, ახალი, ორიგინალური კონსტრუქციების არსებულ კონსტრუქციებთან შედარებით, რაც აჩენს მათი გამოყენების რეალურ პერსპექტივებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის წარმოებებში. სამეცნიერო შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე მოხსენებებზე და პრესტიჟული ჟურნალების პუბლიკაციებზე მიღებული გამოხმაურებებიდან გაჩნდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოვების და გაღრმავების რეალური საფუძვლები.