პროექტის მოკლე აღწერა

გაანალიზებულია მთის წყალსაცავების აგების აუცილებლობის, მათი სახალხო მეურნეობაში გამოყენებისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხები. მოყვანილია წყალსაცავების კლასიფიკაცია, შეფასებულია მათი წყლისხარისხის მაჩვენებლები.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
კონსტანტინე იორდანიშვილი
ინსტიტუტი/ცენტრი
ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
FR-21-2942

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
08/09/2026 – 08/09/2026
ბიუჯეტი
160.000 ლარი

კვლევის შედეგი

განხილულია საქართველოს მსხვილი მთისა და მთისწინეთის წყალსაცავების (ჟინვალის, სიონის,ხრამის, თბილისის, შაორის, ლაჯანურის და ტყიბულის) გეოგრაფიულ-ტექნიკური მაჩვენებლები და ჰიდროლოგიურეკოლოგიური მახასიათებლების საპროგნოზო გაანგარიშებების თავისებურებანი.

გამოიცა „ჰიდროსაინჟინრო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი“, სადაც მოცემულია ძირითადი თეორიული დაპრაქტიკული საკითხები ისეთი სპეციალური დისციპლინებისა, როგორიცაა: ჰიდრავლიკის საფუძვლები, ჰიდროლოგია,ჰიდროტექნიკური ნაგებობები, საინჟინრო მელიორაცია, ჰიდროელექტროსადგურები, სანაოსნო გზები და ნავსადგურები,წყალმომარაგების ქსელები და სისტემები, საინჟინრო ეკოლოგია და სხვა. დღეისათვის ასეთ ლექსიკონს ანალოგი არ გააჩნიადა წარმოადგენს ამ სფეროში გამოყენებული ტერმინოლოგიის პირველ ტექნიკურ განმარტებით ცნობარს. ვიმედოვნებთ, რომიგი დახმარებას გაუწევს ზემოხსენებულ დარგში დასაქმებულ მეცნიერებს, ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, ბაკალავრებს,მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იგი დამხმარე სახელმძღვანელოცაა. ლექსიკონიმოიცავს 2100-მდე ტერმინსა და ტერმინოლოგიურ გამოთქმას და დარგის ძირითად ცნებებს.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?