პროექტის მოკლე აღწერა
ახალი ეკოლოგიურად სუფთა მრავალმიზნობრივი წყალმააკუმულირებელი პოლიმინერალური კომპოზიტი გაჯირჯვების შედეგად იერთებს თავისი მოცულობის 100 მოცულობამდე წყალს. არ კარგავს თვისებებს გაჯირჯვების, გაყინვის, გალღვობის და შრობის შემდეგ -50° C 200°C დიაპაზოწში არატოქსიკურია, არ შედის ქიმიურ რეაქციებში, მდგრადია რადიაციულ, ბიოლოგიურ, კლიმატურ და სხვა ზეგავლენების მიმართ, ეკოლოგიურად უსაფრთხოა. წყალთან ერთად შუძლია შთანთქოს მიკროელემენტები და საკვები ნივთიერებები, რომლებიც აგრეთვე შეიძლება შეყვანილი იყოს კაველასტში მისი დამზადების პროცესში და შემდეგ გაიცეს შთანთქმულ წყალთნ ერთად.
ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
სიახლე
გამოყენების სფეროები — ტექნოლოგიურად მარტივი მაღალეფექტური მასალები, კომპოზიტები, ტექწოლოგიები,ტექნიკური და კონსტრუქციული გადაწყვეტები ნებისმიერი ადგილობრივი გრუნტების, იენრტული შემავსებლების და ანრჩენების გამოყეწებით.
მასალების დამზადების ტექნოლოგია — უბრალო მექანიკური ნარევები, შემადგენლობა — დისპერსული შემავსებელი 50-95%, კომპოზიტი 5-50%, წყალი 10-500%.
გამოყენების მიმართულებები:
- სხვადასხვა ფილტრაციის საწინააღმდეგო კონსტრუქციები და ელემენტები;
- ბრტყელი გადახურვების, საძირკვლების, მიწისქვეშა წაგებობების და კომუნიკაციების, გვირაბების და მილსადენების ჰიდროიზოლაცია;
- ნაპრალების, ნაწიბურების, პირაპირების და ნაგებობათა მექანიკური დაზიანებების ჰერმეტიზაცია;
- ახალი მარკების ბეტონების და ქვიშაცემენტის წარევების დამზადება;
- ახალი საბურღე ხსნარების და ტამპონაჟური მასალების დამზადება;
- წყალ და ჰაერგაუმტარი ფარდების მოწყობა;
- ტოქსიკური ნარჩეწების შენახვის ეკრანირება და კონსერვაცია;
- ცეცხლდამცავი დაფარვების მოწყობის და ხანძრების ჩაქრობის ახალი მეთოდები.
- ნიადაგგრუნტების წყალმააკუმულირებელი თვისებების გაზრდა, მათი დაცვა ეროზიისაგან და აგრომელიორაციული თვისებების გაუმჯობესება.
ინტელექტუალური საკუთრება / პატენტები
- P 3662 — სხვადასხვა დისპერსულობის ფხვწილები
კვლევის შედეგი
პროდუქტი – ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, მრავალმიზნობრივი წყალმააკუმულირებელი პოლიმინერალური კომპოზიტი.