პროექტის მოკლე აღწერა

ბიოსამედიცინო დანიშნულების მაგნიტური ნანონაწილაკების (მნნწ) სინთეზის ძირითადი ტექნოლოგიური პრობლემები დაკავშირებულია შემდეგი მახასიათებლების გაუმჯობესებასთან: ზომებისა და ფორმის ზუსტი კონტროლი, მონოდისპერსიულობა, ნანონაწილაკების სასურველ გამხსნელებში სტაბილურობა. ამდენად, ზედაპირის უზრუნველყოფა შესაბამისი საფარით და მნნწ-ების სტაბილურობის დაცვის ზოგიერთი ეფექტური სტრატეგიის დახვეწა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც წარმოადგენდა ჩვენი სამუშაოს მიზანს.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
შალვა კეკუტია
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
სამეცნიერო ჯგუფი
  • ჯ. მარხულია
  • ვლ. მიქელაშვილი
  • ლ. სანებლიძე
  • რ. კოხრეიძე
  • ნ. ჩხაიძე
  • ნ. მაისურაძე
  • მ. ჭავჭანიძე

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/01/2018 – 10/09/2026

კვლევის შედეგი

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

ამოცანა I. ელექტროჰიდრავლიკური დანადგარის, ულტრაბგერითი რეაქტორის და შლენკის ხაზის სისტემის ჩართვა ჩვენს ხელთ არსებულ მაგნიტური ნანოსითხეების უწყვეტ ტექნოლოგიურ ხაზში;

ამოცანა II. ოლეინის მჟავა-პეგ-ით (პოლიეთილენ გლიკოლი) შემოგარსული მნნწ-ების სინთეზი ულტრაბგერით და ელექტროჰიდრავლიკური მეთოდის გამოყენებით. ოლეინის მჟავა-PEG-ით შემოგარსული მნნწ-ების ჰიდროფობური წამლით დატვირთვა და ანტისხეულთან შეუღლება. სინთეზირებული მაგნიტური ნანოსითხეების ფიზიკური პარამეტრების დადგენა;

ამოცანა III. ქიმიური სინთეზის პარამეტრების და ფუნქციონალიზაციის ოპტიმიზაცია; ფიზიკური პარამეტრების გაზომვები; ამოცანა IV. ბიოლოგიური კვლევა. Staphylococcus epidermidis-ზე მაგნიტური ნანონაწილაკების ბაქტერიციდული მოქმედების შეფასება; უჯრედული ცვლილებების შესწავლა – დნმ-ს დაზიანება, უჯრედული ციკლის დარღვევა, ადამიანის ეპითელური უჯრედული კულტურების მოდელებზე ჟანგვითი სტრესები;დასკვნით ეტაპზე მოხდა მიღებული შედეგების წარდგენა საერთაშორისო კონფერენციაზე და გამოქვეყნდა სტატია მაღალრეინტიგულ საერთაშორისო ჟურნალში.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?