ძირითადი მონაცემები
პროექტის ხელმძღვანელი
ნიკოლოზ მარგიანი
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
CARYS19-675
პროექტის სტატუსი და ვადები
სტატუსი
დასრულებული
ვადები
08/09/2026 – 08/09/2026
ბიუჯეტი
249 000 ლარი
კვლევის ანოტაცია
პროექტის მიზანს შეადგენდა ფენოვანი Ca3Co4O9 მასალების თერმოელექტრულ თვისებებზე ბორის შემცველი დანამატებისა და ნანოსტრუქტურირების (მაღალენერგეტიკული გადაფქვის) კომბინირებული ზეგავლენის კვლევა.
სიახლე
პროექტი ფოკუსირებული იყო სამი ძირითადი სპეციფიკური კვლევის ამოცანებზე:
- ბორის ოქსიდის, ტყვიის ბორატისა და სტრონციუმის ბორატის დანამატებით დოპრებული თერმოელექტრული მასალების ოპტიმიზებული სინთეზი და ეფექტურობის ტესტირება;
- თერმოელექტრული მასალების მიღება ნანოსტრუქტურირებული (მაღალენერგეტიკული გადაფქვით დამუშავებული) პრეკურსორი ფხვნილების გამოყენებიით; ფუნქციონალიზებული ნანოსტრუქტურული თერმოელექტრული მასალების ეფექტურობის გაუმჯობესების დემონსტრირება;
- თერმოელექტრული მასალების კომერციული გამოყენების მომზადება ეკონომიკური თვალთახედვის გათვალისწინებით.
კვლევის შედეგი
პროექტის შედეგები მიუთითებს, რომ შესატყვის დოპანტებსა და დანამატებს, შერჩეულს პირველად პროექტის მონაწილეების მიერ, კობალტიტურ მასალებში მივყავართ თერმოელექტრული კონვერსიის ეფექტურობის გაუმჯობესებისკენ.
პროექტის შედეგები შეიტანს წვლილს შემდეგში:
- თერმოელექტრულ მასალებზე ფუნდამენტური ცოდნის განვითარებაში;
- ტექნოლოგიური გამოწვევების გადაჭრაში, ენერგიის მოპოვების საქმეში თერმოელექტრული მასალების შემდგომი ოპტიმიზაციისა და გამოყენების თვალსაზრისით.