პროექტის მოკლე აღწერა
დიფუზური არეკვლის სპექტროსკოპია (DRS) არის ტექნიკა, რომელიც არაინვაზიურად აანალიზებს ქსოვილის შემადგენლობას. DRS ზომავს ქსოვილიდან არეკლილი სინათლის რაოდენობას, რაც გვაწვდის ინფორმაციას გასაანალიზებელი ქსოვილის მიერ სინათლის გაბნევის და შთანთქმის შესახებ, რის შედეგადაც ვადგენთ მის ოპტიკურ თვისებებს. შემდეგ, მიღებული მონაცემების შესაბამის ფიზიკური მოდელების და მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ვადგენთ, თუ როგორ უკავშირდება კანის ოპტიკური თვისებები ადამიანის ჯანმრთელობას.
ძირითადი მონაცემები
- თ. მედოიძე
- ზ. ჯალიაშვილი
- ვ. ცერცვაძე (დოქტორანტი)
- ს. ჩილაჩავა (ბაკალავრი)
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
დღევანდელი მდგომარეობით დადგენილია:
ა) ჯანმრთელი ადამიანის კანის არეკვლის დროში გასაშუალოებული (ნახ. 1) და დროზე დამოკიდებული (პულსირებადი) სპექტრები;
ბ) შერჩეულია კანის ოპტიკური მოდელი: დიფუზური არეკვლა, წყაროსა და მიმღებს შორის მანძილზე დაოკიდებულების გათვალისწინებით;
გ) ექსპერიმენტულ მონაცემებთან მოდელის მათემატიკური მორგებით მიღებული (ნახ. 2) კანის ოპტიკური მახასიათებლები: შთანთქმის კოეფიციენტი, სისხლის კონცენტრაცია, სისხლის კაპილარების საშუალო დიამეტრი, ოქსი- და დეოქსიჰემოგლობინის კონცენტრაციები, მელანინის კონცენტრაცია, მის (Mie) ტიპის სინათლის გაბნევის ტალღის სიგრზეზე ხარისხოვანი დამოკიდებულების ხარისხის მაჩვენებელი.
ამჟამად, ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობს გულსისხძარღვთა პათოლოგიებით კანში გამოწვეული ოპტიკური მახასიათებლების შესწავლა.