პროექტის მოკლე აღწერა

მაღალტემპერატურული ზეგამტარობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური გამოწვევაა, რადგან კაცობრიობის ძალისხმევა მიმდინარე საუკუნეში მიმართულია ენერგიის, რესურსებისა და გარემოს ეფექტური გამოყენებისაკენ. ზეგამტარი თვისების მქონე მასალები სრულად კარგავენ ელექტრულ წინაღობას კონკრეტული მასალისათვის დამახასიათებელ დაბალი ტემპერატურის პირობებში, რაც განაპირობებს ზეგამტარობის ფენომენზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიების მთელ რიგ პერსპექტიულ გამოყენებებს ელექტროინდუსტრიაში, ტრანსპორტში, მედიცინაში და ა.შ.

მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების კვლევა და მათი თვისებების გაუმჯობესება თანამედროვე ფიზიკისა და მასალათმცოდნეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. ამ მიმართულებით მეტად დამაიმედებელი შედეგები იქნა მიღებული კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ. ჩვენ დავადგინეთ, რომ სათანადო დოპირება მკვეთრად ზრდის დენის გამტარუნარიანობას ბისმუტიან ზეგამტარში და მნიშვნელოვნად აჩქარებს ამ ზეგამტარი მასალის ფორმირების სიჩქარეს.

ძირითადი მონაცემები

ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
DI-18-479; SC/38/6-260/13; 1-7/69; GNSF/ST08-474
სამეცნიერო ჯგუფი
  • ნიკოლოზ მარგიანი
  • გიორგი მუმლაძე
  • ზაზა ადამია
  • ვახტანგ ჟღამაძე
  • ნათია პაპუნაშვილი
  • დალი ძანაშვილი
  • ირინა მეცხვარიშვილი
  • თამარ მედოიძე
  • იამზე ქვარცხავა

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე

კვლევის ანოტაცია

ამ კვლევის უპირველესი მიზანია ნანონაწილაკებით დოპირებული, არსებულ ტექნოლოგიასთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი დენის გამტარუნარიანობის მქონე ზეგამტარი მასალის დაჩქარებული მიღება.

კვლევის შედეგი

მიღებული შედეგების საფუძველზე კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა მიიღო 4 პატენტი. ზემოაღნიშნული შედეგებით მოტივირებული კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი აპირებს ახლებური მიდგომის გამოყენებას ინოვაციური ზეგამტარების მისაღებად, რაც ეფუძნება დოპირებისა და ნანოინჟინერიის მეთოდების კომბინირებულ გამოყენებას.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?