პროექტის მოკლე აღწერა
შემოთავაზებულია ლუმინესცენციურ საღებარდამატებული ქოლესტერულთხევად კრისტალებში (ქთკ) ინფორმაციის ჩაწერის ახალი პრინციპი. ეს პრინციპი ეფუძნება სინათლის მოქმედებით გამოსხივების სივრცულ მოდულაციას ქთკ-სფენაში.
ცნობილ შემთხვევებში ინფორმაციის ჩაწერა ხდება მასალის ერთ-ერთი შემდეგი ოპტიკური პარამეტრის მოდულაციით: გარდატეხის მაჩვენებლის, შთანთქმის, სელექტიური არეკვლის ან პოლარიზაციის სიბრტყის მობრუნების.
შემოთავაზებულ შემთხვევაში მასალა მოქმედებს როგორც აქტიური გარემო (ახდენს სინათლის გენერაციას) და ინფორმაციის ჩაწერა ხდება გამოსხივების ფოტომოდულაციის საშუალებით. მოდულირებად ოპტიკურ პარამეტრად არჩეულ იქნა გამოსხივებული სინათლის ინტენსივობის სიდიდე.
ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
სიახლე
პროექტის შესრულების შედეგად მიღებულია თხელი (10…40 მკმ)ოპტიკურად მართვადი ლუმინესცენციური თკ ფენები, რომლებშიცგანხორციელებულიაოპტიკური ინფორმაციის ჩაწერა. ჩაწერილია მესერები და სხვაგამოსახულებები ულტრაიისფერი სინათლის საშუალებით შაბლონის (მასკის)მეთოდით. ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ხორციელდება წრიულადპოლარიზებული აღგზნები სინათლის მიერ, გამოსხივება კი არაპოლარიზებულია,ანუ ჩაწერილი გამოსხივება დაიმზირება პოლაროიდების გარეშე. ამასთანავე,ჩაწერამდე ოპტიკური ფენა აღგზნები სინათლით დასხივებისას სრულად ბნელია(სინათლის გამოსხივება არ ხდება). ჩაწერის შემდეგ კი აღგზნები სინათლითდასხივებისას ოპტიკური ფენა ასხივებს ჩაწერილ ინფორმაციას.
კვლევის შედეგი
1) ნაჩვენებია ოპტიკური ინფორმაციის ჩაწერის შესაძლებლობა თხელ (10…40 მკმსისქის) ფოტომართვად ლუმინესცენციურ საღებარდამატებულ ქოლესტერულ თქ ფენებში გამოსხივების სივრცული ფოტომოდულაციის საფუძველზე;
2) შემოთავაზებულია ლუმინესცენციის ფოტო-მართვის ახალი პრინციპი;
3) მიღებულია სინათლით მართვადი გამოსხივების მქონე თხელი თქ სტრუქტურები.