ძირითადი მონაცემები
- ა. ფურცელაძე
- ვ. შავერდოვა
- ს. პეტროვა
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
გამოკვლეულია ბიტუმისშემცველი მასალის საფუძველზე მიღებული ლუმინესცენტური პოლარიზაციულად მგრძნობიარე ჰოლოგრაფიული არეების ფოტოანიზოტროპული თვისებები. გამოვლენილია ლუმინესცენციის პოლარიზაციული მეხსიერების ეფექტი წრფივად პოლარიზებული აღზნების მიმართ ქართული ნედლი ნავთობის ნიმუშებში და სხვადასხვა ოქტანური რიცხვის მქონე საავტომობილო ბენზინებში. მიღებულია ფოტოლუმინესცენციის სპექტრები, პოლარიზაციული სპექტრები და გაზომილია არეების პოლარიზაციული მახასიათებლები მათი ქიმიური სტრუქტურისა და შემადგენლობის მიმართებით. მიღებულია დენისუკის ამრეკლი ჰოლოგრამა ლუმინესცენტურ ფოტოანიზოტროპულ-გიროტროპულ არეში წრფივად პოლარიზებული კოჰერენტული სინათლის გამოყენებით და გამოკვლეულია მისი პოლარიზაციული მახასიათებლები.