ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ბარბარა კილოსანიძე
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
სამეცნიერო ჯგუფი
  • გ. კაკაურიძე
  • ი. ჩაგანავა
  • ი. მშვენიერაძე
  • ი. ქობულაშვილი

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/01/2018 – 10/09/2026

კვლევის შედეგი

შემუშავდა ობიექტების გამოსახულების ამოცნობის ახალი მეთოდი, ფრაუნჰოფერის დიფრაქციის არეში ჯამური პოლარიზაციის ელიფსის პარამეტრების რეალურ დროში განსაზღვრის საფუძველზე. შეიქმნა შესაბამისი მოწყობილობის ლაბორატორიული მოდელი და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. ჯამური ელიფსი ფორმირდება ობიექტის გამოსახულების ფოტოანიზოტროპული ასლის არააქტინური ცირკულარულად პოლარიზებული სინათლის კონით გაშუქებისას. ფოტოანიზოტროპული ასლი მიიღება დინამიურ პოლარიზაციულად მგრძნობიარე მასალაზე ობიექტის გამოსახულების გაშუქებისას წრფივად პოლარიზებული ლაზერული კონით, გამოყენებული მასალისთვის აქტინური ტალღის სიგრძით. მიღებული მასალა გამოირჩევა მაღალი რევერსიულობით და ფოტოანიზოტროპული ასლების ჩაწერა/წაშლის მცირე დროებით. ჯამური ელიფსის პოლარიზაციის მდგომარეობის რეალურ დროში განსაზღვრისათვის გამოყენებულია ჩვენ მიერ შექმნილი პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტი. ელემენტზე დიფრაქციის ოთხი რიგის ინტენსიობის ერთდროული გაზომვა საშუალებას იძლევა შემუშავებული ფორმულებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განვსაზღვროთ ჯამური ელიფსის პოლარიზაციის მდგომარეობა (სტოქსის ოთხივე პარამეტრი). ჩატარდა სხვადასხვა ობიექტის გამოსახულების ამოცნობის კვლევა და შეიქმნა მონაცემთა ბაზა. მიღებულია, რომ ამ ლაბორატორიულ მოდელისთვის ელემენტზე დიფრაქციის რიგების ინტენსიობების გაზომვის სიზუსტე შეადგენს 0.1 %-ს, ხოლო სტოქსის პარამეტრის მნიშვნელობების მიღების სიზუსტეა 0.2%. დადგენილია, რომ გამოყენებული ლაბორატორიული მოდელისთვის მეთოდი ინვარიანტულია ამოსაცნობი ობიექტის წანაცვლებისა და მასშტაბის ცვლელების მიმართ 5% ფარგლებში, ხოლო კუთხური ორიენტაციის მიმართ – 30 გრადუსზე ნაკლები კუთხით ობიექტის გამოსახულების მობრუნების მიმართ. ლაბორატორიული მოდელისთვის გარჩევისუნარიანობის მნიშვნელობაა 14 ხაზი/მმ, რაც შეესაბამება 340 წერტილს/დიუმზე.

მეთოდი იძლევა მთლიანი გამოსახულების ამოცნობის საშუალებას მხოლოდ ოთხი რიცხვითს მეშვეობით – ოთხი სტოქსის პარამეტრით და არა პიქსელ-პიქსელით, როგორც ამოცნობის ციფრულ მეთოდებში. ფრაუნგოფერის დიფრაქციის არეში ფორმორებული ჯამური ელიფსის პოლარიზაციის მდგომარეობა ცალსახად განსაზღვრავს ობიექტს.

შემოთავაზებული მეთოდი დღემდე არ იყო განხორიელებული და ობიექტების ამოცნობის ამოცანისადმი ასეთი მიდგომა ინოვაციურია, პერსპექტიულია და შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვადასხვა დანიშნულების ამომცნობი მოწყობილობების შესაქმნელად.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?