პროექტის მოკლე აღწერა

ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლებით სახეთა ამოცნობის სისტემით (სსას-ით) მოცემულ რეგიონში და 0 T პერიოდში ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობების, ღვარცოფების) ამოცნობისთვის (პროგნოზისთვის), გარდა ამ პერიოდის წინა 12 თვის მონაცემებისა, უნდა გვქონდეს ნასწავლი რეალიზაციები. მათი განსაზღვრისთვის კი – სხვა წლებშიც იმავე რეგიონში ამ 0 T პერიოდის წინა 12 თვის მონაცემები კატასტროფების მოხდენის ან არმოხდენის შემთხვევაში. მათი განსაზღვრის მეთოდის შემუშავება წარმოადგენს თემის მიზანს.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ნელი ტყემალაძე
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
სამეცნიერო ჯგუფი
  • ვ. ჯიხვაშვილი
  • მ. ქურიძე
  • გ. მამულაშვილი
  • ტატიანა გავრილენკო
  • რ. თხინვალელი

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/01/2018 – 10/09/2026

კვლევის შედეგი

შემუშავებულია მეთოდი, რომელიც ჩართულია სსას-ის საწყისი ინფორმაციის წინასწარი დამუშავების (პირველ) მოდელში. მეთოდშიშერჩეულია საწყისი პარამეტრები. მათ საფუძველზეც განსაზღვრულია პირველადი, დამატებითი და ფორმალური დამატებითი პარამეტრები. მათი გამოყენებით განისაზღვრება ორი მატრიცა. პირველი შეესაბამება კატასტროფის მოხდენას, ხოლო მეორე – არ მოხდენას. მათ საფუძველზე განისაზღვრება პირველადი მასწავლი რეალიზაციები შესაბამის პარამეტრებთან, დროის ინტერვალების ორივე ნაწილთან, თითოეულ თვესთან და მასში შემავალ მასწავლ ბლოკებთან მიმართებაში. ისინი გადაეცემა სსას-ის მასწავლ (მეორე) მოდელს შემდგომი გარდაქმნისთვის ინფორმატულობის გაზრდისა და ცოდნისა და მონაცემთა ბაზების განსაზღვრისთვის. ამ მიზნით მოდელი იყენებს გაწონასწორებულ და ნაწილობრივ გაწონასწორებულ არასრულ ბლოკ-სქემებს, ანუ (v,b, k, r, ) და (v,b, k, r,n , P ) , i = 1,2 ii i  ტიპის კონფიგურაციებს, (v,b, k, r,,) ტიპის ტაქტიკურ კონფიგურაციებს, გეომეტრიულ კონფიგურაციებს და საუკეთესო ვარიანტების შერჩევის ვექტორული ოპტიმიზაციის მეთოდს.

ამგვარად, მასწავლი რეალიზაციების განსაზღვრისთვის, გარდა შემუშავებული მეთოდისა, გამოიყენება სსას-ის პირველი ორი მოდელი. მასწავლი მოდელი სხვადასხვა წლებში განსაზღვრულ ბაზებს გადასცემს ამოცნობის (მესამე) მოდელს კატასტროფის პროგნოზისთვის მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც მოხდება ამ მოდელის მოდიფიკაცია, რაც წარმოადგენს ცალკე ამოცანას.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?