პროფესიული განათლება
საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება სხვადასხვა მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, ქვეყნის საჭიროებიდან და შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. უნივერსიტეტს გააჩნია უწყვეტი განათლების შეთავაზების სათანადო რესურსი და მაღალი პოტენციალი. სპეციფიკიდან გამომდინარე უნივერსიტეტის არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მეტწილად მოიცავს ტექნიკურ მიმართულებებს, თუმცა ასევე წარმატებით ხორციელდება სხვა პროგრამებიც.
სამრეწველო ავტომატიზაცია
პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სამრეწველო ავტომატიზაციის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სამრეწველო ავტომატიზირებული სისტემების დაგეგმვასა და ინსტალაციას, მანქანა-დანადგარების დიზაინს, პროგრამირებასა და პარამეტრების შეყვანას, ტესტირებასა და გამართვას, ექსპლუატაციას, დიაგნოსტიკასა...
საბაჟო საქმე
პროფესიული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა რომელიც საბაჟო სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრს. კერძოდ, პროგრამის მიზანია საბაჟო საქმის სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს განახორციელოს საბაჟო საზღვრის...
მექატრონიკა
პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები მექატრონიკაში თანამედროვე საწარმოების მექატრონული სისტემებისა და მანქანა-დანადგარების დაგეგმვის, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურების, შეცდომების აღმოჩენისა და მართვის უზრუნველყოფისთვის.
მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც მექანიკისა და ლითონის დამუშავების სფეროსთვის, წინამდებარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს მეკანიკის ინჟინერიის ტექნიკოსების მომზადებას, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ტექნიკური...
მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები მაღალი ძაბვის ელექტროობაში, რომლებიც ფლობენ ან ოპერირებას უწევენ ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, აწარმოებენ ელექტროენერგიის...
გრაფიკული დიზაინი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება.
ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები
პროფესიული პროგრამის მიზანია, მოამზადოს ბეჭდვითი მედიატექნოლოგიების სფეროსთვის კვალიფიციური, პრაკტიკული უნარ-ჩვევების მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს პროფესიისთვის დამახასიათებელი ძირითადი ფუნქციების განხორციელებას. კერძოდ, ორგანიზაციებიდან (მაგ., გამომცემლობებიდან) მიღებული დედნების...
ავტომობილის ძრავას შეკეთება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მსუბუქი ავტომობილის შიგა წვის ძრავას შემკეთებლის მომზადება
ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემის შეკეთება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მსუბუქი ავტომობილის ელექრო და ელექტრონული სისტემების შემკეთებლის მომზადება.
სამთო ტექნიკოსი
პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სამთო - ტექნოლოგიურ, საგამყვანო და წმენდითი სამუშაოების პროცესებში მონაწილეობას, ამ პროცესებში უწესრიგობების გამოვლენა-აღმოფხვრას და უსაფრთხო მომსახურებას.
სამთო ელექტრომექანიკოსი
პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სამთო საწარმოთა ელექტრომექანიკური დანადგარებისა და ელექტრომომარაგების სისტემის მუშაობის უწყვეტ მონიტორინგს, მუშაობის პროცესში ხარვეზების გამოვლენას, მათ აღმოფხვრას და სრულყოფილ მომსახურეობას, სამონტაჟო...
მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი
პროგრამის მიზანია სამთო პროფილის საწარმოებისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენებულ მანქანა-დანადგარების შეუფერხებელ მუშაობას, ტექნოლოგიური პროცესის დადგენილი რეჟიმის მიხედვით სრულყოფილად და უსაფრთხოდ...