საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ეხმაურება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ, მორიგ ცილისმწამებლურ და აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, თურმე: „საგამოძიებო ორგანოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რემონტისათვის გამოყოფილი 60 მილიონის გაფლანგვის საქმეს აქტიურად იძიებს. საბიუჯეტო თანხა, რაც „გეპეის“ სრულ რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა, კონკრეტული პირების ჯიბეებში დაილექა“.
აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი, უსაფუძვლო და რეალობასთან ყოველგვარ კავშირს მოკლებული და წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას.
ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩაერიცხა 2022 წელს 1 125 000 ლარი, ხოლო 2023 წელს 3 286 000 ლარი და არა 60 მილიონი ლარი, როგორც ეს დეზინფორმაციის შემცველ მასალაშია მითითებული. აღნიშნული თანხა სრულად, მიზნობრივად და კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა გამოყენებული. უნივერსიტეტს გააჩნია ყველა შესაბამისი ფინანსური, საბუღალტრო და ადმინისტრაციული დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ: არცერთ სახელმწიფო ან საგამოძიებო უწყებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ არ გამოუთქვამს პრეტენზია; შესაბამისი სამსახურების მიერ არ გადაგზავნილა რაიმე დოკუმენტაცია საქართველოს პროკურატურაში შესაძლო დანაშაულის ნიშნებით; არ მიმდინარეობს და არ დაწყებულა გამოძიება უნივერსიტეტის რემონტისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე.
ცრუ ინფორმაციის გავრცელება არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის:
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლს, რომელიც იცავს პირის (მათ შორის იურიდიული პირის) ღირსებას, პატივსა და საქმიანი რეპუტაციას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცილისწამებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში;
2. საქართველოს კანონს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, კერძოდ: მე-9 მუხლს, რომელიც ავალდებულებს ინფორმაციის გამავრცელებელს ფაქტების გადამოწმებას, ინფორმაციის სიზუსტეს, მიუკერძოებლობას და კრძალავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას; მე-13 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ცრუ ინფორმაცია აზიანებს პირის რეპუტაციას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიცავს ცილისწამების ნიშნებს და წარმოადგენს კანონით დასჯად ქმედებას.
ამასთან, უნივერსიტეტი მოითხოვს, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა და მედიასაშუალებამ წარმოადგინოს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, წყარო და მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს ცრუ ინფორმაციის უარყოფა და საჯარო კორექცია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, საკუთარი საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი.
უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და საზოგადოებას, იხელმძღვანელონ პასუხისმგებლობის, პროფესიული ეთიკისა და კანონის მოთხოვნებით და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი, დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...