სტრესის მართვის ტრენინგი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის
„სტრესის მართვის ტექნიკები“ – ამ თემაზე 23 დეკემბერს, 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის სპეციალურ ტრენინგს ჩაატარებს.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის სტრესის შემცირების, ემოციური რეგულაციისა და ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების პრაქტიკული მეთოდების გაცნობა.
ტრენინგს წაუძღვება CDP სათემო განვითარების პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი და WeekEnd ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოთერაპევტი სოფიკო გოგოჩაშვილი.
ცნობისათვის: სოფიკო გოგოჩაშვილი 2010 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორია, არის სერთიფიცირებული EMDR სპეციალისტი (Class of 2024) და ფლობს ფსიქოლოგიისა და HR მართვის ორი სამაგისტრო ხარისხს.
მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სტრესის მართვის, ემოციური მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური განვითარების სფეროებში.
ტრენინგი, რომელიც სტუ-ის I კორპუსის, 223 ოთახში გაიმართება, იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც სურთ სტრესის მართვის პრაქტიკული ტექნიკების დაუფლება და ფსიქოლოგიური გაძლიერება.
მსურველებისთვის რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა.
ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი მადლობას უხდის ყველა სტუდენტს ინტერესისთვის და აგრძელებს მხარდაჭერის პროგრამების განვითარებას სტუ-ში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: mentoring@gtu.ge.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...