სტუ-ის ქალთა ასოციაციამ ერგნეთში საქველმოქმედო აქცია გამართა
img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით სტუ-ის ქალთა ასოციაციამ ერგნეთში საქმელმოქმედო აქცია გამართა.
საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა, სტუ-ის ქალთა ასოციაციის წევრებმა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის პროფესორმა ნაზი კუციავამ, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა ლია კახიანმა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ადეიშვილმა ერგნეთში პირველადი დახმარების საგნები და პროდუქტი ჩაიტანეს.
სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნაზი კუციავას განცხადებით, ასოციაცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, მთელი წლის განმავლობაში დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.
„ჩვენი ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებს ღონისძიებებს. პირველ რიგში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, დევნილ ბავშვებთან ერთად აღვნიშნეთ თითქმის ყველა დღესასწაული. ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში, დავეხმაროთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს, ვატარებთ საქველმოქმეგო გამოფენებს და სხვადასხვა ღონისძიებებს. ამჯერად, ქალთა ასოციაცია ერგნეთში იმყოფებოდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია “რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის” დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, კოალიციის-“ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის”-წევრთან, ასოციაცია “თანხმობის” ერგნეთის საინტეგრაციო ცენტრის კოორდინატორთან და სამოქალაქო აქტივისტთან ლია ჩლაჩიძესთან ერთად, ერგნეთში დარჩენილ მოსახლეობას გადავეცით პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტი. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ, უნივერსიტეტის რექტორის სახელით ერთი თბილი, სიყვარულით სავსე დღე ვაჩუქეთ ერგნეთის მოსახლეობას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ნაზი კუციავამ.
სამოქალაქო აქტივისტმა ლია ჩლაჩიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას და რექტორს გამოჩენილი ყურადღებისთვის.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია ერგნეთში საქველმოქმედო აქციას რეგულარულად მართავს.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...