სტუ-ის რექტორი სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, კოლეგებსა და სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობასა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავარი ეროვნული დღესასწაული, ახალი სახელმწიფოს დაბადების დღე, ჩვენი სამშობლოს ისტორიის ღირსეული ფურცელი, მარადიულყოფის, ერთგულებისა და თავგანწირვის სიმბოლო!

ქვეყნისათვის ამ დიდებულ და გამორჩეულ დღეს სულიერად ვერთიანდებით წამების შარავანდედით შემოსილი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თავდადებული მამულიშვილები და ჩვენ, მათი საქმის მემკვიდრენი, ვისაც პატივად გვერგო მათგან აფრიალებული თავისუფლების დროშა ღირსეულად ვატაროთ დღევანდელ, გამოწვევებით აღსავსე ურთულეს პირობებში.

დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფვას, რათა საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს ეროვნული ფასეულობები – საკუთარი იდენტობა, კულტურა და ტრადიციები, გააძლიეროს დემოკრატია, ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება, საინჟინრო დარგები, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები, გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ამგვარად, გააგრძელოს განუხრელი სვლა აღმშენებლობისკენ.

სულიერებისა და ინტელექტის ერთობა კი მთავარი საფუძველია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის მარადიულყოფისა. საქართველოს ისტორია უწყვეტი ჯაჭვია განსაცდელებისა, რომელთა ძლევა   მცირერიცხოვანი ერისთვის  მხოლოდ ღვთის შეწევნითა და  ერთობით  არის შესაძლებელი.

ამ გზით შევძლებთ მსოფლიო თანამეგობრობაში დამოუკიდებელი და საპატიო ადგილი დავიკავოთ, ამ გზით შევძლებთ დავიცვათ, როგორც სახელმწიფოს მდგრადობა, ასევე, ჩვენი ეროვნული ფასეულობები და უზრუნველვყოთ ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება.

დღეს, ჩვენი ხალხიც და ხელისუფლებაც ჯეროვნად ვაფასებთ წინაპრების ღვაწლს, ვდგავართ მშვიდობის სადარაჯოზე, ვიცავთ სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამასთანავე, უდიდეს პასუხისმგებლობას ვატარებთ მომავალი თაობების წინაშე, რომელთაც საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანონ, რომლებიც მამათა თაობის ძალისხმევით, განათლებულ, პროფესიონალ, შეუპოვარ და გონიერ ადამიანებად უნდა ჩამოყალიბდნენ, ნიკოლაძისეულად შევარდნებად იქცნენ იმისათვის, რომ ერთად და ბოლომდე მივყვეთ დაწყებულ საქმეს – ერთად ვაშენოთ საქართველო, როგორც ძლიერი, განათლებული, განვითარებული, ევროპული მსოფლმხედველობისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფო.

ამ გზაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს თავისი განსაკუთრებული მისია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობისთვის – აღვუზარდოთ ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები და მაღალპროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს მომავალს შექმნიან.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“- აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვაში.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, 26 მაისის დადგომისთანავე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ