სტუ-ის რექტორი ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს შეხვდა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციას – სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. 

რექტორმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის გერმანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ხაზგასმით აღნიშნა ტექნიკური და ტექნოლოგიური გათლებისა და მეცნიერების განვითარებაში  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლის შესახებ და გამოხატა სურვილი, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან კვლევითი და აკადემიური თანამშრომლობა. 

შიდა-12.11.2025-სტუ-რექტორი-შეხვედრა ზაარლანდის უნის დელეგაციასთან.png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან მრავალწლიან შედეგიან თანამშრომლობას, რომელიც უკვე 36 წელია გრძელდება. საგულისხმოა, რომ ზაარლანდის მხარის ცნობილი ქალაქი ზაარბრიუკენი მრავალი ათეული წელია თბილისის დაძმობილებული ქალაქია. ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობა კი საერთაშორისო პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია უმაღლესი განათლების სფეროში, რაც ეფუძნება არა მხოლოდ ფორმალურ შეთანხმებებს, არამედ საერთო ხედვას – განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციის ერთიან ეკოსისტემად გარდაქმნის იდეას. ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციაში, სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციაში და იმგვარი გარემოს შექმნაში, რომელშიც სტუდენტი ახალი ცოდნის შექმნის პროცესის აქტიური მონაწილე ხდება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საუნივერსიტეტო პროცესებში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა  აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. ეს ის თაობაა, რომელიც დღეს უკვე ქმნის მეცნიერების ახალ სივრცეს და მომავალში მოიაზრება როგორც წამყვანი ძალა ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ მომავალს, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ეფექტიანად განაგრძობენ თანამშრომლობას არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, არამედ ფართო საერთაშორისო ქსელის ფარგლებში – ინოვაციური კვლევითი ცენტრების, ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, მწვანე ენერგეტიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენი  პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცოდნის გაზიარება თუ სამეცნიერო დიალოგი არის უნივერსიტეტის მისიის შემადგენელი ნაწილი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პროფესიონალიზმთან ერთად, ახალგაზრდებს გავუძლიეროთ სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე, შემოქმედებითი უნარები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდად აფასებს ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან მრავალწლიან ურთიერთობას.  დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც იქნება ორივე მხარის განვითარების, პროგრესისა და მეგობრობის მყარი საფუძველი,“ – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

როგორც ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა ვილჰელმ ჰაუზერმა აღნიშნა, გერმანული უნივერსიტეტის მეცნიერები და სტუდენტები მზადყოფნას გამოხატავენ, მომდევნო წლებშიც განაგრძონ ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, სტუდენტური სტაჟირებები და ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება.

ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები, ერთობლივი სამეცნიერო სემინარები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები და კულტურული პროგრამები, რაც მიზნად ისახავს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების განვითარებას ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში. გარდა ამისა, ზააარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 13 ნოემბერს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით დაგეგმილ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“, ასევე, ადგილზე გაეცნობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინდუსტრიული კომპანიების საქმიანობას. 


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ