სტუ-ის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – ქრისტე აღდგა! „აღდგა, ვითარცა თქუა“.

„მიიღო ხილული და დასცა უხილავი“. უფლის აღდგომა სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რწმენის, სიყვარულისა და ერთობის ძალაა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს ერს და განსაზღვრავდა მის ისტორიულ გზას. ქრისტეს აღდგომა გვასწავლის, რომ ყოველ განსაცდელს მიღმა დგას განახლების შესაძლებლობა და ახალი საწყისი. სწორედ ეს სინერგიაა ის ძალა, რომელმაც მრავალჯერ იხსნა ჩვენი ქვეყანა და მისცა განვითარების შესაძლებლობა ურთულეს დროებაშიც კი. დიადი არსი ბრწყინვალე აღდგომისა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ღვთის სულიერ შვილებს, მათ შორის საქართველოს საყვარელ მამის, ახლადშესვენებულ უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიუძღოდა ერს ჭეშმარიტ ღირებულებათა დამკვიდრების, სიყვარულისა და რწმენის გაძლიერების, საქართველოს მოქალაქეთა ერთიანობის განმტკიცების გზაზე. მისი დაკრძალვა ამ ღვაწლის ყველაზე დიდ აღიარებად იქცა. უწმინდესმა და უნეტარესმა პირადი მაგალითით დაგვანახა ადამიანის ცხოვრების არსი, ქართული სახელმწიფოებრივი ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვი, გადარჩენისა და განვითარების საღმრთო ფორმულა – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”.

მართლმადიდებლობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს საქართველოს ისტორიისა და ეროვნული იდენტობის ფორმირება-განვითარებაში. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის შემდეგაც ჩვენი სულიერი ტრადიციები გადაჯაჭვულია კულტურასთან, მეცნიერებასა და განათლებასთან. ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში იყო რწმენის, ცოდნისა და განათლების კერა, სადაც იქმნებოდა და ინახებოდა ხელნაწერები, ვითარდებოდა მწერლობა, ფილოსოფია, მეცნიერება.

განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს – ძვირფასო სტუდენტებო, თქვენ ქმნით საქართველოს მომავალს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გაძლევთ შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გაიაზროთ საკუთარი ფუნქცია და როლი, დაფიქრდეთ იმ პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე, რომელიც თითოეულ თქვენგანს საზოგადოების წინაშე აკისრია. ჩვენი საერთო მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ცოდნა, სულიერება და ინოვაცია ქვეყნის განვითარებას ემსახურება.

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და წარმატებას. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ გარემოებას, რომ 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და...

სიახლეები

„გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა “ – სტუ V საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

18-22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“ უმასპინძლებს. სემინარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტენოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაში, რომელიც...

სიახლეები

კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი – უფასო სასწავლო კურსი სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 𝙀𝙧𝙖𝙨𝙢𝙪𝙨+ პროგრამის - Micro-GEAR პროექტის ფარგლებში, ორთვიან სასწავლო კურსზე- კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი,  სტუდენტების მიღებას აცხადებს. სწავლა  21...

სიახლეები

სტუ-ში Erasmus+ საერთაშორისო პროექტების შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დარბაზში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით,  ორდღიანი სამუშაო შეხვედრა  მიმდინარეობს თემაზე: „საერთაშორისო საგრანტო...

სიახლეები

სტუ-ის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?