სტუ-ის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – ქრისტე აღდგა! „აღდგა, ვითარცა თქუა“.
„მიიღო ხილული და დასცა უხილავი“. უფლის აღდგომა სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რწმენის, სიყვარულისა და ერთობის ძალაა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს ერს და განსაზღვრავდა მის ისტორიულ გზას. ქრისტეს აღდგომა გვასწავლის, რომ ყოველ განსაცდელს მიღმა დგას განახლების შესაძლებლობა და ახალი საწყისი. სწორედ ეს სინერგიაა ის ძალა, რომელმაც მრავალჯერ იხსნა ჩვენი ქვეყანა და მისცა განვითარების შესაძლებლობა ურთულეს დროებაშიც კი. დიადი არსი ბრწყინვალე აღდგომისა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ღვთის სულიერ შვილებს, მათ შორის საქართველოს საყვარელ მამის, ახლადშესვენებულ უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიუძღოდა ერს ჭეშმარიტ ღირებულებათა დამკვიდრების, სიყვარულისა და რწმენის გაძლიერების, საქართველოს მოქალაქეთა ერთიანობის განმტკიცების გზაზე. მისი დაკრძალვა ამ ღვაწლის ყველაზე დიდ აღიარებად იქცა. უწმინდესმა და უნეტარესმა პირადი მაგალითით დაგვანახა ადამიანის ცხოვრების არსი, ქართული სახელმწიფოებრივი ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვი, გადარჩენისა და განვითარების საღმრთო ფორმულა – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”.
მართლმადიდებლობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს საქართველოს ისტორიისა და ეროვნული იდენტობის ფორმირება-განვითარებაში. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის შემდეგაც ჩვენი სულიერი ტრადიციები გადაჯაჭვულია კულტურასთან, მეცნიერებასა და განათლებასთან. ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში იყო რწმენის, ცოდნისა და განათლების კერა, სადაც იქმნებოდა და ინახებოდა ხელნაწერები, ვითარდებოდა მწერლობა, ფილოსოფია, მეცნიერება.
განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს – ძვირფასო სტუდენტებო, თქვენ ქმნით საქართველოს მომავალს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გაძლევთ შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გაიაზროთ საკუთარი ფუნქცია და როლი, დაფიქრდეთ იმ პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე, რომელიც თითოეულ თქვენგანს საზოგადოების წინაშე აკისრია. ჩვენი საერთო მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ცოდნა, სულიერება და ინოვაცია ქვეყნის განვითარებას ემსახურება.
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და წარმატებას. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...